fbpx
საბერძნეთი

საცდელი რეჟიმი თითქმის დასრულდა – თესალონიკში ელექტრო ავტობუსები მიმდინარე თვეში დაიწყებენ მოძრაობას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში ახალი ელექტრო ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ მიმდინარე თვიდან, მაისიდან და მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად, სულ უფრო და უფრო მეტი მსგავსი ავტობუსი გამოჩნდეს ქალაქში.

მათი საცდელ რეჟიმში მუშაობა თითქმის დასრულებულია და ნელ-ნელა მგზავრების მომსახურებას დაიწყებენ. რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ელექტრო ავტობუსები დაიწყებენ შემდეგი ნომრებით მოძრაობას: 21 და 29, რომელთაგან პირველი ასრულებს ევოსმოს-არისტოტელუს, ხოლო მეორე პოლიხნი-არისტოტელუს მარშრუტებს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტანდარტების მიხედვით, ელექტრო ავტობუსს უნდა შეეძლოს მინიმუმ 180 კმ-ის გავლა, პრაქტიკაში ისინი თავისუფლად გადიან 300 კმ-ს ერთი დამუხტვის შემდეგ.

აღნიშნული ავტობუსები არის 100% ელექტრო, შესაბამისად, არ აბინძურებენ გარემოს და ტექნიკურად გამართულები არიან, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას.

onalem

ტესტ