fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოსახლეობა ΕΦΟΡΙΑ-დან გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ამიერიდან ტელეფონში მიიღებს

ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საბერძნეთის საგადასახადო სამსახურში გარკვეული დავალიანება გვერიცხება და ამის შესახებ არ ვიცით, ზოგჯერ ჯარიმები, რომლებიც განსაზღვრულია სისტემაში, იზრდება და იზრდება იმის გამო, რომ არც ის ვიცით, როდის არის გადახდის ბოლო ვადა.

იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა აღმოიფხვრას, აღნიშნული სისტემაც გადადის განვითარების სხვა ეტაპზე და მოსახლეობა საკუთარ მობილურ ტელეფონებზე მიიღებს შეტყობინებას ყველანაირი დავალიანების თუ ვალდებულების შესახებ, რომელიც საგადასახადო სამსახურის, იგივე ΕΦΟΡΙΑ-ს წინაშე აქვს.

ამას გარდა, მივიღებთ შეტყობინებას, თუ როდის იწყება საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა და როდის იხურება სისტემა. თუკი ბოლო ვადა მაგალითისთვის, ზოგ შემთხვევებში არის 30 ნოემბერი, 29 ნოემბერს ტელეფონზე მოგვივა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომ ბოლო შანსი გამოვიყენოთ.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვენი საკონტაქტო მონაცემები სწორად არის დაფიქსირებული სისტემაში, რომლის საშუალებითაც თითოეულ შეტყობინებას მივიღებთ.

 

onalem

ტესტ