fbpx
საბერძნეთი

საგანგებო დახმარება საბერძნეთში 730.000 ოჯახს იანვრისა და თებერვლის თვის გადასახადზე – ბიუჯეტი 8,6 მილიონი ევრო

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გამოაცხადა მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერის გეგმა, რომელიც განკუთვნილია, არც მეტი, არც ნაკლები, 730.000 ოჯახისთვის. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც შედიან სოციალურ საყოფაცხოვრებო ტარიფში Οικιακό Τιμολόγιο.

დახმარება, რომელიც ოჯახებს გადაეცემათ, განსაზღვრულია 2024 წლის პირველ ორ თვეზე, იანვარსა და თებერვალზე, კერძოდ, იანვრის თვისთვის განისაზღვრება 26 ევრო მეგავატ საათზე, ხოლო თებერვლისთვის 18 ევრო მეგავატ საათზე.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ზომებით თითქმის 100%-ით შევიწროვდება  ელექტროენერგიის გაზრდილი ხარჯები, რომლებიც კრიზისისა და შემდეგ ინფლაციის პერიოდში წარმოიშვა.

აღნიშნული დახმარებების ბიუჯეტი ჯამში შეადგენს 8.6 მილიონ ევროს და უზრუნვეყოფილია ენერგეტიკის გარდამავალი ფონდის მიერ.

onalem

ტესტ