fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ოთხშაბათიდან ამინდი იცვლება – კვირის ბოლომდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში ამინდი მარტის დასასრულს გაუარესდება. უცნაურია, მაგრამ მთელი თვის მანძილზე მარტისთვის დამახასიათებელი ამინდები საბერძნეთში არ ფიქსირდებოდა. უმეტესად მზიანი და უნალექო დღეები იყო, რაც სეზონისთვის მეტისმეტად უცნაურია.

როგორც ჩანს, მარტი თავის ნამდვილ სახეს ბოლო რიცხვებში გამოავლენს.

მეტეოროლოგთა ცნობით, ქვეყანაში ამინდი ოთხშაბათიდან შეიცვლება და კვირის ბოლომდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ასევე დაეცემა ტემპერატურა, ათენში მაქსიმუმ 13-14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ქარის ძალა ზოგიერთ რეგიონში ბუფორტის სკალით 8 ბალსაც მიაღწევს.

 

onalem

ტესტ