fbpx
საბერძნეთი

უახლოეს მომავალში 12,500-მდე დაკეტილი ბინა გასაქირავებლად გამოვა – პლატფორმა “ვარემონტებ-ვაქირავებ” გაიხსნა

პლატფორმა, პროგრამის ფარგლებში “ვარემონტებ-ვაქირავებ”, გაიხსნა და მიმართულია ბინების გარემონტების დაფინანსებისკენ, რათა შემდეგ ისინი გასაქირავებლად გამოვიდნენ. აღნიშნული ზომა მიღებულია ამ ეტაპზე არსებული სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ქირავნობას და ბინების ფასებს უკავშირდებათ.

დღესდღეობით ქირის ფასი უკიდურესად მაღალია, ხოლო საბერძნეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ბინების მეპატრონეებს რაიმე ზღვარს დაუწესებს ამ მხრივ. მათ შეუძლიათ დაადონ ნებისმიერი ფასი თვიურად და მათი შეფასებები ხშირ შემთხვევაში რეალობისგან ძალიან შორს არის.

მინიმალური ხელფასი საბერძნეთში 830 ევროა, საიდანაც ცხადია, თანამშრომელი ხელზე შედარებით ნაკლებს იღებს, შესაბამისად, ვინც აღნიშნულ რაოდენობაზე მუშაობს, ფაქტობრივად, ხელფასის 70%-ის გადახდა მხოლოდ ქირაში უწევს, რომ აღარ ვისაუბროთ კომუნალურ გადასახადებზე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბინის მეპატრონემ შეიძლება მიიღოს 4.000 ევრომდე, რათა სახლი გაარემონტოს და შემდეგ გრძელი ვადით გააქირაოს, აღნიშნული შექმნის საშუალებას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს დამატებით 12,500 ბინა და შემცირდეს ზემოთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე.

პროგრამას აქვს 50 მილიონიანი ბიუჯეტი და მსურველები, რომლებიც ბინას აღნიშნული თანხით გაარემონტებენ, ვალდებულნი იქნებიან, გააქირაონ ის მინიმუმ 3 წლით.

onalem

ტესტ