fbpx
საბერძნეთი

ათასობით ადამიანი პირეას პორტში – გემები სრულად შევსებულები გადიან კუნძულების მიმართულებით

ხვალ, 1-ელ მაისს დაგეგმილი გაფიცვის ფარგლებში, გემები რეისებს არ განახორციელებენ. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ბილეთებში მოხდა ცვლილებები და ხალხი, ხვალის ნაცვლად, დღეს მეიმგზავრება კუნძულების მიმართულებით.

წელს, 2023 წელთან შედარებით, ტურისტული მიმოსვლის ტენდენცია გაზრდილია 20%-ით, პირეას, რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან ხორციელდება ათობით რეისი, რათა ათასობით ადამიანი სასურველი მიმართულებით გადაიყვანოს.

მეორეს მხრივ, საგზაო პოლიციას მიღებული აქვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რომლებიც მიმართულია სოფლებისკენ მიმავალი ადამიანების გადაადგილების გასამარტივებლად, რადგან ბევრია როგორც კუნძულებისკენ საზღვაო გზით მიმავალთა რაოდენობა, ასევე, სახმელეთო გზით, სოფლების მიმავალთა რაოდენობაც.

არსებული მონაცემებით, გემები გადიან სრულად შევსებულები და გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ რეისები არ განხორციელდება, დღეს ასრულებენ დამატებით მარშრუტებს, მგზავრთა უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად.

onalem

ტესტ