fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 22 ნოემბერს, ათენში ტაქსები არ იმოძრავებენ – იგეგმება საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში

ხვალ, 22 ნოემბერს, ათენში ტაქსის მძღოლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ. ხუთშაბათს დედაქალაქი ტაქსების გარეშე იქნება მთელი დღის მანძილზე, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათით სარგებლობა არ იქნება შესაძლებელი.

ტაქსის მძღოლები საგადასახადო კანონპროექტში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლებიც თვითდასაქმებულებს ეხებათ, სწორედ ამიტომ 09:30 საათიდან მოსალოდნელია, რომ ქალაქის ცენტრში გაიმართოს საპროტესტო აქცია. ასევე, მათთვის მიუღებელია, რომ ყველა ტრანსპორტი დაექვემდებარება 13%-იან დღგ-ს, თუმცა, გამონაკლისია ტაქსები.

ისინი ითხოვენ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ გადახედვას, რადგან ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძია, ამიტომ ტრანსპორტის სამინისტრომ სერიოზულად უნდა მიიღოს და გაათანაბროს ისევ ტრანსპორტის სხვა სახეობებთან.

 

onalem

ტესტ