fbpx
საბერძნეთი

ათენი: ემიგრანტმა ქალმა საკუთარი 1 წლის შვილი შენობასთან მიატოვა, შემდეგ ინანა და მის მოსაძებნად დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენის ცენტრში მოხდა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი შეესწრო.

ირკვევა, რომ ემიგრანტმა ქალმა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლის საბუთს ფლობს, საკუთარი შვილი ორგანიზაციის შენობასთან მიატოვა და გაიქცა. ბავშვი პოვნისას კარგად გამოიყურებოდა, ჯანმრთელი ჩანდა, თუმცა, ცხადია, მაინც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, შემოწმების მიზნით. ის მაქსიმუმ 1 წლის არის.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ბავშვის ეტლში იპოვა ოქროს ორი ჯაჭვი და ასევე ქალის საბუთები, რომელთა საშუალებითაც მისი ვინაობის დადგენა გახდა შესაძლებელი. თუმცა, ოფიცრებს ძებნის ოპერაციის ჩატარება არ დასჭირვებიათ, ვინაიდან დაახლოებით 2 საათში ქალი იმავე შენობასთან გამოჩნდა და ბავშვის ძებნა დაიწყო. სავარაუდოდ, მან საკუთარი ქმედება ინანა და მის წასაყვანად დაბრუნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ის იყო ქალი, რომელმაც ბავშვი დატოვა, რის შედეგადაც პოლიციამ დააკავა და ბრალს არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდებისთვის წაუყენებენ.

არსებული ინფორმაციით, ემიგრანტი ქალი კამერუნიდან არის.

onalem

ტესტ