fbpx
საბერძნეთი

“ქრისტიანი თალიბანები მემუქრებიან იმის გამო, რასაც კორონავირუსზე ვამბობ” – ნიკოს ძანაკის

ცნობილმა პნევმოლოგმა, ნიკოს ძანაკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის იღებს სერიოზულ მუქარებს და ამბობს, რომ არ ეშინია არავისი. მათ, ვისგანაც მუქარებს იღებს, პროფესორი ქრისტიან თალიბანებს უწოდებს. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რასაც კორონავირუსთან და ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს.

“არ მეშინია და არც პანიკაში ვვარდები. კორონავირუსი არ გვეთამაშება. სულ მალე ვნახავთ 15 აგვისტოს შედეგებს იქ, სადაც უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით ირღვეოდა. 

არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ირაკლიოში, სადაც ვაქცინაციის ტენდენცია ძალიან არის დაცემული. გვსურს, რომ ეს რეგრესი შეწყდეს,” ამბობს ძანაკი.

მოსახლეობაში პროფესორის სიტყვას, “თალიბანი ქრისტიანები”, საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ მის კომპეტენციაში ეჭვი არავის შეაქვს.

onalem

ტესტ