fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ექიმები თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების გვერდით – წასვლის სურვილი ათობით ექიმმა გამოთქვა

ბერძნების მხარდაჭერა მიწისძვრით დაზარალებულთა მიმართ ნამდვილად სამაგალითოა. საბერძნეთის საავადმყოფოების ექიმთა ასოციაციამ გამოთქვა სურვილი დაეხმაროს დაშავებულ ადამიანებს და მოუწოდა ექიმებს მონაწილეობა მიიღონ ამ ფასდაუდებელ სიკეთეში.

ალბათ, არც თუ ისე გასაკვირია, რომ დაშავებული ადამიანების დასახმარებლად წასვლის სურვილი არა ერთმა, ან ორმა, არამედ ათობით ექიმმა გამოთქვა და სრულ მზადყოფნას აცხადებენ სირიასა და თურქეთში გასამგზავრებლად.

ასოციაციის წარმომადგენლობა მუდმივ კონტაქტზეა სირიელ და თურქ კოლეგებთან და დაუყოვნებლივ დაიწყება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გასამგზავრებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები, რომლებიც ამ მისიაში მიიღებენ მონაწილეობას, სამსახურებიდან სპეციალურ შვებულებას აიღებენ და დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სამუშაო პოზიციებს, პრობლემების გარეშე.

onalem

ტესტ