fbpx
საბერძნეთი

ატიკაში ხვალ, 9 თებერვალს, საჯარო უწყებები 09:00 საათიდან გაიხსნებიან, მაღაზიები კი 10:00 საათიდან

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალ, 9 თებერვალს, საჯარო უწყებები შედარებით გვიან გაიხსნება, ასევე, მაღაზიებიც განსხვავებულ დროს დაიწყებენ მუშაობას.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო უწყებები 08:00 საათის ნაცვლად, 09:00 საათზე დაიწყებენ მუშაობას ატიკაში, ვიოტიაში, ევიაში, ევრიტანიასა და ფთიოტიდაში.

რაც შეეხება მაღაზიებს, ისინი 10:00 საათზე გაიხსნებიან ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში, ასევე, თივასა და ვიოტიაში.

შეკვეთების მიტანის სერვისი (როგორც საკვებზე, ასევე საფოსტო მომსახურება) აკრძალულია 10:00 საათამდე შემდეგ ტერიტორიებზე: მაგნისია, ფთიოტიდა, ვიოტია, ევია, სპორადესი.

ამას გარდა, სკოლები კვლავ დაკეტილი იქნება რისკის შემცველ უბნებში.

onalem

ტესტ