fbpx
საბერძნეთი

ევიაში ძლიერი ხანძრის გაჩენისთვის დაკავებულია 57 წლის მამაკაცი

გუშინ ევიაში გაჩენილი ხანძარი დიდ სირთულეებთან დაკავშირებული აღმოჩნდა სახანძრო სამსახურისთვის. როგორც უკვე ცნობილია, მოხდა ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია და მოსახლეობა ადგილიდან გაიყვანეს.

ირკვევა, რომ სტირას ტერიტორიაზე ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა, აღნიშნულზე პასუხისმგებელია 57 წლის მამაკაცი, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ უკვე დააკავა.

ის ამტკიცებდა, რომ სატვირთო მანქანას მართავდა და გამონაბოლქვიდან ნაპერწკლები გამოიყარა, შედეგად კი გამხმარ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

მისი დაკავება გუშინ, 10 ივლისს მოხდა და ბრალს შესაბამისი მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ