fbpx
საბერძნეთი

რუმინეთში დაშავებულ 24 ბერძენს შორის ორი ბავშვია, 30 წლის ქალი მართვით სუნთქვაზეა

რუმინეთში მომხდარმა შემთხვევამ ერთი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავებულ 24 ბერძენს შორის ორი ბავშვია. არსებული ცნობებით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 წლის ქალი, ხოლო 21 მათგანს საავადმყოფოდან უახლოეს საათებში გაწერენ. ის მგზავრები, რომლებიც არ დაშავებულან, სასტუმროში იმყოფებიან.

მძღოლი ამბობს, რომ ჩართული ჰქონდა გუგლის რუკა და მას მიჰყვებოდა, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ადგილზე, სადაც ამ სიმაღლის ავტობუსის გავლა აკრძალული იყო და გამაფრთხილებელი ნიშანი ვერ შეამჩნია, შედეგად კი, ტრაგედია დატრიალდა. მას ჩაუტარდა ალკოტესტიც და შემოწმდა ნარკოტიკებზეც, მაგრამ არცერთი ნივთიერება მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა.

ვრცელდება კიდევ დამატებითი კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ ცდილობენ შიგ მოყოლილი მგზავრები ავტობუსიდან გადმოსვლას.

onalem

ტესტ