fbpx
საბერძნეთი

მოსალოდნელი ცვლილება საბერძნეთში – ნიღბების გამოყენება შესაძლოა ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდეს

ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა საბჭო საბერძნეთის მთავრობას მოუწოდებს, პირბადის ტარება ყველა დახურულ სივრცეში კანონით სავალდებულო გახადოს.

ირკვევა, რომ აღნიშნული ინიციატივა განსახილველად სამთავრობო მაგიდაზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიდო, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიქსირდება ვირუსით დაავადების 58 ახალი შემთხვევა.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ