fbpx
საბერძნეთი

გაფრთხილება პროდუქტის შესახებ, რომელიც საბერძნეთის სუპერმარკეტებში იყიდება და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

საბერძნეთის სურსათის შემოწმების სააგენტო (ΕΦΕΤ) ავრცელებს გაფრთხილებას და გასცა გაყიდვიდან ამოღების ბრძანება, პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

კერძოდ, საუბარია იტალიური წარმოების პროდუქტზე, სახელწოდებით Bertagni Plant Cuisine, რომელიც შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულიც არ არის.

აღნიშნული პრობლემა არსებობს შეფუთვებზე, წარმოების შემდეგი თარიღებით: 28/4, 5/5, 12/5, 20/5, 27/5, 3/6 και 10/6.

პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოიღო სუპერმარკეტების ქსელმა ΑΒ Βασιλοπουλος-მა.

ΕΦΕΤ მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეიძინეს აღნიშნული, არ გამოიყენონ ის.

იხილეთ, რომელ პროდუქტზეა საუბარი:

onalem

ტესტ