fbpx
საბერძნეთი

“მეორად ტასაცმელს ვერ ვატარებ, არ ვიცი, რა ენერგია აქვს იმ ადამიანს, რომელსაც ეცვა” – ვიკი ხაძივასილიუ

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ვიკი ხაძივასილიუმ, ერთ-ერთი ღონისძიებიდან მედიასთან უსაუბრა და განმარტა, რატომ არასოდეს ჩაიცვამს ტანსაცმელს, რომელიც უკვე ეცვა სხვა ადამიანს. ასევე უპასუხა კითხვაზე, დადის თუ არა ქუჩის ბაზარში, სამოსის შესაძენად.

“ქუჩის ბაზარში ტანსაცმელი არ შემიძენია, იქ მივდივარ ხილ-ბოსტნეულის შესაძენად, მაგრამ ტანსაცმლის არა. ყველაზე ძვირი სამოსი, რაც მქონია, იყო გუჩის მარკის და 10 წელია მაცვია. ფასს ვერ დავასახელებ, მაგრამ როგორც ვთქვი, 10 წელია მაქვს და დღემდე მაცვია. 

რაც შეეხება მეორად სამოსს, ვერასოდეს ვატარებ, შემდეგი მიზეზის გამო: ნებისმიერი რამ, რაც უკვე გამოყენებულია სხვა ადამიანის მიერ, აქვს მისი ენერგია და არ ვიცით, ეს ენერგია რამდენად მიესადაგება ჩვენსას. შესაბამისად, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ანტიკვარებსაც კი, სჭირდებათ ყურადღება,” ამბობს ხაძივასილიუ.

 

onalem

ტესტ