fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”Παρθένας Ζωής”-ს მსახიობი ვასილიკი პედრიდუ სასტიკად სცემეს

ANT1-ის ყოველდღიური სერიალის ”Παρθένας Ζωής”-ს ვარსკვლავი ვასილიკი პეტრიდუ ყოფილმა პარტნიორმა სასტიკად სცემა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა თავზე ნაკერები დაადეს.

როგორც აღმოჩნდა, მისი ყოფილი პარტნიორი პეტრიდუს მალულად მის ფულს ფლანგავდა და დიდი ვალები  დაედო. როცა ქალმა ამის შესახებ გაიგო, ახსნა-განმარტება და ყველაფრის დაბრუნება მოსთხოვა. შედეგად კი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

მან თავის გამოცდილებაზე protothema.gr-თან ისაუბრა და თქვა, რომ მას სამართლიანობის სწამს და დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

”არ ვიცი გავიმარჯვებ თუ არა, მაგრამ მე მართალი ვარ და საბერძნეთის სამართლიანობის მწამს. მჯერა, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა. ცხოვრება გვაიძულებს უფრო და უფრო ძლიერები გავხდეთ. ეს საშინელი გამოცდილება იყო და არცერთ ქალს არ ვუსურვებ ჩემს ადგილას ყოფნას,” ამბობს ქალი.

ვასილიკი პეტრიდუ არც თავის ფოტოზე საუბარს მოერიდა, რომელიც საჯარო გახდა:

”ცუდია თუ კარგი, ფოტო ჩემი დაშავებული სახით, გამოქვეყნდა. ეს ინციდენტი და გამოცდილება მთელი ცხოვრება გამომადგება და ყველა ქალს მოვუწოდებ არ დაუშვან მათ მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. მე შოკირებული ვიყავი, რადგან არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელთანაც ურთიერთობა წლების მანძილზე მქონდა და ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით, ჩემ მიმართ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო.”

გავრცელებული ინფორმაციით, პეტრიდუს ყოფილი მეგობარი მამაკაცი მის თანხას დაუკითხავად ფლანგავდა და პარალელურად ვალები დაიდო. პეტრიდუს რეაქცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მამაკაცმა, რომელიც თეატრისა და მუსიკალური პროდიუსერია, კონტროლი დაკარგა და ქალი საშინლად სცემა.

დღეს კი პეტრიდუ სამართალს სასამართლოში ეძებს.

https://www.facebook.com/vasiliki.petridou/videos/10211203237866912/

onalem

ტესტ