fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის: დაკრძალვისას გარდაცვლილის ძმამ რძალს მარმარილოს ჯვარი ჩაარტყა

უპრეცენდენტო შემთხვევა თესალონიკში, ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა, როდესაც მამაკაცს კრძალავდნენ. არსებული ცნობებით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილის ძმაა, საკუთარი რძლის (გარდაცვლილის მეუღლის) ფრაზამ გააღიზიანა, რომელიც ცერემონიისას წარმოთქვა და თავს დაესხა.

საქმის მასალების მიხედვით, 60 წლის მამაკაცმა მარმარილოს ჯვარი აიღო, რომელიც იქვე იყო და ქალს თავში ჩაარტყა. სასამართლომ მამაკაცს სხეულის მძიმე დაზიანებისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 5 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ბრალდებული და მისი ძმისშვილი სხვაგვარ ვერსიაზე საუბრობენ.

უფრო კონკრეტულად, ბრალდებული აცხადებს, რომ ქალმა მისი ძმის დაკრძალვისას თქვა: “ღმერთმა შეგინდოს და გაპატიოს ყველაფერი, რაც მე გამიკეთე. მე გპატიობ. არადა ჩემს ძმას მისთვის არაფერი დაუშავებია. ამ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება. მე არ ჩამირტყამს ჯვარი მისთვის, თავად დაეცა და თავი მიარტყა. მცირე სასჯელი მაქვს, რადგან მოსამართლეებიც მიხვდნენ, რომ ეს ქალბატონი არ არის კარგად,” აცხადებს მამაკაცი.

onalem

ტესტ