fbpx
საბერძნეთი

ბერძნული სამზარეულო მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მე-2 ადგილზეა, ქართული კი, 26-ე ადგილზე გავიდა

Taste Atlas-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, საბერძნეთმა მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოთა სიაში, არც მეტი, არც ნაკლები, მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები, პირველ ადგილას, ერთი და იგივე მაჩვენებლებით გავიდნენ იტალია და იაპონია, ვინაიდან აქვთ ზუსტად იგივე მაჩვენებლები, ითვლება, რომ მეორე ადგილი საბერძნეთს უკავია, რომელიც მათ მოსდევს.

ცხადია, აღნიშნული სია ეფუძნება შეფასებებს, რომლებიც ეხება ძირითად ინგრედიენტებს, რომლებითაც კერძები მზადდება.

საქართველოს ამ სიაში 26-ე ადგილი უკავია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა უსწრებს, საკმაოდ ბევრიც ჩამორჩება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული, კონკრეტულად კი, კრეტული სალათი, “დაკოს”, TasteAtlas-ის მიერ წარმოდგენილ სიაში პირველ ადგილს იკავებს. საუბარია სიაზე, რომელშიც 100 სალათი შედის და კრეტულმა დაკომ ყველას აჯობა!

ცხადია, ამ სიაში ეს ერთადერთი ბერძნული სალათი არ არის, მას მოჰყვება ტრადიციული ბერძნული სალათი “ხორიატიკი”, რომელიც მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ არის, კარტოფილის სალათი, 33-ე ადგილზე, ხოლო 35-ე ადგილს იკავებს ჭარხლის სალათი.

onalem

ტესტ