fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

იაკობ გოგუა – სექსუალური ექიმი კოლონაკში და მისი შოკისმომგვრელი ცხოვრება!

ის შარმიანი, სექსუალური და სიმპათიური ექიმია. აქამდე პროფესიონალ მოცეკვავედ ვიცნობდით, რომელიც არაერთ ვარსკვლავთან ერთად ცეკვავდა (ელენი ფურეირა, გიორგოს ალკაიუ), თუმცა, ახლა იაკობ გოგუას ცხოვრებაში ახალი ეტაპია. იაკობი კოსმეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწეობს და მასთან სტუმრობა კოლონაკის კლინიკაში შეგიძლიათ. თავისი თვალებითა და შარმიანი ღიმილით ყურადღება მალევე მიიპყრო და რამდენიმე წლის წინ ყველაზე სექსუალურ ექიმად დასახელდა Instagram-ზე.

მისი სოციალური ქსელი სავსეა მიმზიდველი ფოტოებით. საკუთარი ცხოვრება ცეკვის გარდა, მედიცინასაც დაუკავშირა და განსაკუთრებული ინტერესი დერმატოლოგიური სფეროს მიმართ აქვს, რაც დაბერების საწინააღმდეგო პროცედურებს უკავშირდება.

ის საუბრობს საქართველოში ცხოვრების წლებზე, რასიზმზე, რომელსაც ქართველი ბავშვებისგან გრძნობდა: “ეს მხოლოდ ხუმრობა არ იყო. ბავშვები დანებს იქნევდნენ.”

პატრასში ვცხოვრობდი. დედაჩემი ფორტეპიანოზე მატარებდა 5-6 წლიდან, თუმცა, მე თავიდანვე მეციდინა მომწონდა. თავდაპირველად DJ-ობა ვცადე. შემდეგ ცეკვაზე შევედი, გავხდი ცეკვის მასწავლებელი და ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ვიღებდი შემოთავაზებებს და ათენში სხვადასხვა კლუბებში ვმუშაობდი.

– მოგვიყევი შენს ბავშვობაზე. ვიცით, რომ რთული პერიოდი გამოიარე…

დედაჩემი ბერძენია, ხოლო მამა ქართველი. მე დავიბადე და გავიზარდე აქ, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, 11 წლის ასაკში საქართველოში წასვლა გადავწყვიტე. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნიდან ვიყავი ჩასული, სხვა ბავშვები მჩაგრავდნენ. ყველაფერში წინ ვიყავი, კარგად ვცურავდი, ვიგებდი სხვადასხვა კონკურსებს სკოლაში. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნე და საბერძნეთში დავბრუნდი.

– უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდი, გრძნობდი, რომ განსხვავებულად გიყურებდნენ, ვინაიდან უკვე შემდგარი ხელოვანი იყავი?!

არასოდეს ვიყავი დაინტერესებული ნეგატიური კრიტიკის მოსმენით, უბრალოდ, ზოგიერთი კომენტარი მაღიზიანებდა. მაგალითად, ერთხელ ერთმა პროფესორმა მითხრა, რომ ორი საზამთრო ერთ მკლავში ვერ დაეტეოდა, ამით იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ მე მედიცინითა და ცეკვის ხელოვნებით ერთდროულად ვიყავი დაკავებული.

– გენატრება ცეკვა, სცენა?

ვფიქრობდი, რომ ძალიან მომენატრებოდა, მაგრამ ახლა მეცნიერებამ ეს ყველაფერი გადაწონა. კოსმეტოლოგიაში დიდი სილამაზეა. ჩემი სამუშაოს პერიოდში დროს ძალიან კარგად ვატარებ, ბევრს ვმოგზაურობ, მყავს არაჩვეულებრივი კოლეგები. სიმღერის და ცეკვის სფერო ბოლომდე არ მიმიტოვებია. მინდა, რომ წელიწადში 2-3 სიმღერა მაინც გამოვუშვა.

– კლიენტს რაიმე გიჟური უთხოვია შენთვის?!

ქალები ჩემთან მოდიან ჟურნალებით და მთხოვენ, რომ ზუსტად ისე გავაკეთო. ფოტოზე კი, რომელსაც ის მაჩვენებდა, მომღერალი, ირინი პაპადოპულუ იყო გამოსახული.

– და რა გააკეთეთ?

ავუხსენი, რომ მე ექიმი ვარ და არა სასწაულმოქმედი. რომ მე შემიძლია გავაკეთო რაღაც, რაც უკეთესს გაგხდით, მაგრამ არა რაც აბსოლუტურად შეგცვლით.

 

onalem

ტესტ