fbpx
საბერძნეთი

დღეს 22-24 გრადუსი, ხვალიდან კი, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა საბერძნეთში – კლიმატური ფენომენების შენაცვლება ქვეყანაში

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, დღეს საბერძნეთში დეკემბრის ყველაზე თბილი დღე დაფიქსირდება და ჰაერი გათბება 22-24 გრადუსამდე. აფრიკიდან შემოჭრილი თბილი ჰაერის მასები სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას იწვევს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვითარება დიდხანს არ შენარჩუნდება.

ხვალ საღამოდან თბილი ჰაერის მასებს ცივი ჰაერის მასები ჩაანაცვლებს და ტემპერატურა ნელ-ნელა საგრძნობლად დაეცემა. კლიმატური ფენომენი მინიმუმ 48 საათის მანძილზე იქნება აქტიური, რაც ნიშნავს, რომ გველოდება ცივი შაბათ-კვირა, თუმცა, ორშაბათიდან შედარებით დასტაბილურდება.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მთიან რეგიონებში ითოვებს კიდეც და თოვლის საფარი შეიქმნება, ვინაიდან ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება და თოვლის დნობას ხელს შეუშლის.

მოსალოდნელია, რომ ხვალიდან კვირის ჩათვლით ტემპერატურა 10 გრადუსით მაინც დაეცეს.

ათენში მოსალოდნელია დღეს და ხვალ 19 გრადუსი, ხოლო შაბათს 10-11 გრადუსი, რაც შეეხება კვირას, გვექნება მხოლოდ 8 გრადუსი. ნალექი, წვიმის სახით, მოსალოდნელია სამი დღის მანძილზე, პერიოდულად.

onalem

ტესტ