fbpx
საბერძნეთი

“მიცოტაკიმ 30-39 წლის ასაკის ხალხის ვაქცინაციისთვის პლატფორმა გახსნა, რომ AstraZeneca მოიშოროს” – ალექსის ციპრას

ალექსის ციპრამ გიორგოს პაპადაკის გადაცემაში დღევანდელი მთავრობის მიერ პანდემიის არაეფექტურ მართვასა და ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

“ხუთ თვეზე მეტხნიანი კარანტინი გვქონდა და 10.000-მდე გარდაცვლილს ვითვლით. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გამოვიდეს და თქვას, თუ რაშია პრობლემა. პირველ 6 თვეში 400-მდე გარდაცვლილი გვყავდა, ხოლო ახლა 10.000-სს მივაღწიეთ. 

ეს ყველაფერი მოხდა გრძელვადიანი და არაეფექტური ჩაკეტვის პირობებში. გამოვიდეთ და ვთქვათ, თუ რისი ბრალია ეს მდგომარეობა. საბერძნეთი პატარა ქვეყანაა, 10 მილიონიანი მოსახლეობით, ცხადია, მას უფრო ნაკლები დანაკარგი ექნება, ვიდრე სხვა ქვეყნებს, სადაც ცხოვრობს 100 მილიონი კაცი.

კარანტინის ლოგიკა არის ძალიან მარტივი. ნოემბრის შემდეგ დაკეტილია კაფეები, სკოლები, ყველაფერი. ეს არ ხდება სხვა არცერთ ქვეყანაში. რატომ უნდა გავაგზავნო SMS, რომ ჩემი ძაღლი სასეირნოდ გავიყვანო? ეს არის სათვალთვალო, ავტორიტარული ლოგიკა, რომელიც სრულიად უშედეგოა.

კარგია, რომ გაიხსნა პლატფორმა 30-39 წლის ასაკის ადამიანების ვაქცინაციისთვის, თუმცა, ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინის თავიდან მოსაშორებლად. მე მეცნიერი არ ვარ, რომ ვისაუბრო თრომბოზზე. ის, რაც მოსახლეობამ უნდა გაიგოს არის: შანსი, რომ დაინფიცირდეთ კორონავირუსით და რთულად გადაიტანოთ, არის მეტი, ვიდრე შანსი, რომ ვაქცინით რაიმე დაგიშავდეთ. ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები,” თქვა ყოფილმა პრემიერმა.

onalem

ტესტ