fbpx
საზოგადოება

ბერძენი წყვილის შემაძრწუნებელი ისტორია – ინციდენტი თავიანთი ქორწილის დღეს, რის შემდეგაც ნიკო სავარძელს მიეჯაჭვა

ნიკო და ანთი უკვე წლებია ერთად არიან და მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა საზარელმა ინციდენტმა, რომელიც საკუთარი ქორწილის დღეს შეემთხვათ. წყვილი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდა, მაგრამ ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდათ და ნიკომ ანთის ხელი ურთიერთობის 7 წლის თავზე სთხოვა.

დღე, რომელიც ყველა შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში საუკეთესო უნდა იყოს, მათთვის უბედური აღმოჩნდა. ნიკო აუზში ჩახტა, რის შედეგადაც დაიზიანა კისერი და მას შემდეგ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.

 

“როდესაც ბედნიერი ხარ, არ ფიქრობ, რომ შესაძლოა, რაიმე უბედურება მოხდეს. არ ვიცოდი, რომ აუზს არ ჰქონდა ის სიღრმე, რაც მეგონა. გავიქეცი, ჩავხტი, მაგრამ ვერ მივხვდი, რომ დავარტყი, გონებაზე ჯერ კიდევ ვიყავი, მაგრამ წყლიდან ამოსვლა არ შემეძლო. მეგობარი ჩამოხტა და ამომიყვანა, მაგრამ თქვეს, რომ არ წავსულიყავით საავადმყოფოში, რადგან სერიოზული არაფერი იქნებოდა. ვერ მივხვდი, რომ კიდურებს ვერ ვგრძნობდი. სასწრაფო დახმარების მანქანით გადამიყვანეს, მაგრამ მერე აღარაფერი მახსოვს,” ამბობს ნიკო.

ანთის ნიკო არცერთი წუთით არ მიუტოვებია, დღემდე ერთად არიან და Youtube არხიც კი შექმნეს. როგორც ნიკო ამბობს, ეს ერთგვარი ფსიქოთერაპიაა.

ირკვევა, რომ წყვილი სამი თვის მანძილზე შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ათენში გაიარეს გარკვეული კურსი. ნიკომ ისწავლა, როგორ ყოფილიყო დამოუკიდებელი და როგორ იცხოვროს იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის.

 

onalem

ტესტ