fbpx
საბერძნეთი

როგორ მუშაობენ მაღაზიები და სუპერმარკეტები მომდევნო დღეებში – ნახეთ გრაფიკი

სააღდგომო პერიოდში მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს განსხვავებული სამუშაო რეჟიმი აქვთ.

გთავაზობთ გრაფიკს, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ, რომ მოასწროთ თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენა, ვიდრე 2 მაისიდან ყველაფერი დაიკეტება და 5 მაისამდე არ იქნება შესაძლებელი სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში წასვლა.

კომერციული მაღაზიები:

დიდი ხუთშაბათი, 29 აპრილი, 09.00 – 20.30
წითელი პარასკევი, 30 აპრილი, 13.00 – 19.00
დიდი შაბათი, 1 მაისი, 09.00 – 15.00.
აღდგომის კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს დაკეტილი იქნება.

სუპერმარკეტები:

29 აპრილს სუპერმარკეტები ღია იქნება დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

წითელ პარასკევს ისინი ღია იქნება 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

დიდ შაბათს იმუშავებენ დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

2, 3 და 4 მაისს დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ