fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ევროკავშირის მასშტაბით საბერძნეთი მე-3 ადგილს იკავებს, მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის მიხედვით

2022 წლის მონაცემებით, რომლებიც Eurostat-მა გამოაქვეყნა, ევროკავშირის მასშტაბით საბერძნეთს მე-3 ყველაზე დაბერებული მოსახლეობა ჰყავს და საშუალო ასაკი 46,1 წელს აღწევს.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საბერძნეთი ამ სიაში მე-3 ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე გავიდა პორტუგალია, შემდეგ ესპანეთი, სადაც ევროკავშირში ყველაზე დაბერებული მოსახლეობა ცხოვრობს, ხოლო შემდეგ მოდიან საბერძნეთი და მასთან ერთად სლოვაკეთი.

ევროკავშირში მოსახლეობის საშუალო ასაკი 44,4 წელია, რაც 0,3 წლით მეტია 2021 წელს არსებულ მონაცემთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარზე მეტი 44,4 წელს გადაცილებულია.

ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებზე ეს მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება, მაგალითად: კვიპროსში 38,3 წელს აღწევს, ირლანდიაში 38,8 და ლუქსემბურგში 39,7 წელს, პორტუგალია კი 46,8 წელს აფიქსირებს.

საბერძნეთში მრავალი წელია, რაც დემოგრაფიული პრობლემები არსებობს, ოჯახები ბავშვების ყოლისგან თავს სხვადასხვა მიზეზების გამო იკავებენ, ან უბრალოდ დიდ ასაკში ხდებიან მშობლები, შესაბამისად, საშუალო მაჩვენებელი ამ ერს მაინც “დაბერებულად” აჩვენებს.

ამას გარდა, ბოლო წლებში, ცხადია, უდიდესი როლი ითამაშა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის გამოც სულ უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი ჩნდებოდა. ამის გამო დემოგრაფიულ მონაცემებში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შობადობის მაჩვენებელი კი უკან ჩამორჩა.

onalem

ტესტ