fbpx
საბერძნეთი

როცა იპოვეს, გულის არეში დანა ჰქონდა – 28 წლის ვიკის ოჯახი ამბობს, რომ მათ ქალიშვილს თავი არ მოუკლავს

28 წლის ვიკი, რომელიც ევროსის ტერიტორიაზე, 40 მეტრიან ხევში გარდაცვლილი იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა, გოგონას ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ როდესაც გოგონას ცხედარს მიაგნეს, მას გულის არეში დანა ჰქონდა ჩარჭობილი. მტიცებულებების სიმცირიდან გამომდინარე (რომ მკვლელობის ვერსია განიხილონ), ითვლება, რომ ეს დიდი ალბათობით თვითმკვლელობა იყო, თუმცა, პოლიცია არც კრიმინალური დანაშაულის ვერსიას გამორიცხავს. მეორეს მხრივ კი, არსებობს მომხდარის გარემოებები, რომლებიც არცთუ ისე “კლასიკურ” ვერსიას გვთავაზობს თვითმკვლელობის თვალსაზრისით.

ამ დროისთვის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს ყველა კუთხით, მოთხოვნილია ინფორმაცია მისი სატელეფონო მიმოწერებისა და ზარების შესახებ, მოწმდება მისი ახლო გარემოცვა, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მკვლელობის ვერსიის განსახილველად, ვინაიდან საქმე საკმაოდ ბუნდოვანია.

onalem

ტესტ