fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

პოლიცია ეძებს თანამშრომელს, რომელმაც ათენის მოხუცთა ცენტრში 47 ადამიანი დააინფიცირა

ათენში, აგიოს პანტელეიმონაზე მდებარე მოხუცთა მოსავლელ ცენტრში “პაციენტ 0-ს” მიაგნეს. ირკვევა, რომ ის არის თანამშრომელი, რომელიც პირველი ინფიცირებულია და შემდეგ ვირუსი გადასდო მოხუცებსა და თავის სხვა თანამშრომლებს.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ამ ადამიანს პოლიცია ეძებს.

საავადმყოფოში გადაყვანილი მოხუცებიდან ერთ-ერთი მათგანი, სამწუხაროდ, მეორე დღესვე გარდაიცვალა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოხუცთა ცენტრში უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო და სწორედ პროტოკოლის დარღვევის გამო მოხდა ვირუსის “აფეთქება”. თანამშრომელი, რომელიც ვირუსის მატარებელი იყო, იქ ჩვეულებრივ მუშაობდა კვირების მანძილზე.

onalem

ტესტ