fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს! მზად არის ახალი ზომების პაკეტი” – ნიკოს სიფსასი

ინფექციონისტმა ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია OPEN-თან საუბრისას დიდი პესიმისზმი გამოხატა და აღნიშნა, რომ მთავრობის მაგიდაზე ახალი ზომების პაკეტი უკვე დევს განსახილველად.

“მდგომარეობის ფონზე, რომელიც ახლა გვაქვს, ვერანაირად ვერ ვიქნებით ოპტიმისტები. ინტერვენცია, რომელიც ათენის ცენტრში ხდება, პოლიციის მიერ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ატიკაში ვითარება ურთულესია. ეპიდემია ახლა უნდა აღიკვეთოს, რათა შემდეგ ძალიან გვიანი არ იყოს. 

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწესდეს პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება. არსებობდეს ჯარიმა, რომელიც გამოიწერება მაშინ, როდესაც ადამიანი არ ატარებს მას, როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში. ამასთანავე, მთავრობის მაგიდაზე ახალი ზომების პაკეტი უკვე მზად დევს, თუკი ეს საჭირო გახდა. 

სიტუაცია კარგი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაც პროგრესი გვექნება. პანდემია მოსვლიდან 1.5-2 წელი მაინც რჩება ჩვენთან. გაზაფხულის მოსვლამდე გვექნება დიდი პრობლემები,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ