fbpx
საბერძნეთი

“ასეთი ნიკო შემიყვარდა და ასეთი ნიკოსი მჯერა, მიხარია, რომ ხალხმა თავიდან გაიცნო” – ანა ვისი

ანა ვისის აეროპორტში ტელეკომპანია ΑΝΤ-ის გადამღები ჯგუფი დახვდა, სანამ კვიპროსზე გაემგზავრებოდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ჟურნალისტმა პირველ ეტაპზე მომღერალს ჰკითხა, რა აზრის არის საბერძნეთის და კვიპროსის საევროვიზიო სიმღერებთან დაკავშირებით:

“ორივე სიმღერა ძალიან მომწონს. მარინაც და სილიაც მომწონს, მათი სიმღერებიც და ეს უკვე იმ მომენტის ამბავია, როგორ შეძლებენ შთამბეჭდილების მოხდენას,” უპასუხა ვისიმ.

მომღერალი შეეხო ნიკოს კარველას ბოლო ინტერვიუს საკითხსაც, რომელსაც საზოგადოებისგან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, ჩანს, რომ ანა ვისი ხალხის მოსაზრებებს არ ემხრობა:

“ნიკოს წლებია ვიცნობ, ასეთი შემიყვარდა, ასეთით მოვიხიბლე და ასეთი ნიკოსი მჯერა… და ვაგრძელებ, მჯეროდეს, ამასთანავე, მიხარია, რომ ხალხმა თავიდან გაიცნო ის, თითქოს, არც კი იცნობდა,” ამბობს მომღერალი.

ვისიმ ისიც დასძინა, რომ ჰქონდა შემოთავაზება მუსიკალური კონკურსის, Voice-ს მენტორი ყოფილიყო, თუმცა, უარი თქვა, რადგან ეს “ფანჯარა” მისთვის უკვე დახურულია და ცხოვრებაში სულ სხვანაირი საქმეების კეთება სურს.

onalem

ტესტ