fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენის შედეგები საბერძნეთში: დატბორილია კარდიცა, მაგნისია, სკოპელოსი

გუშინ ღამით ამინდის გაუარესებას უხვი ნალექი მოჰყვა და როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, ფენომენი ყველაზე ძლიერი იყო თესალიის რეგიონში. არსებული ცნობებით, დაიტბორა კარდიცა, მაგნისია, ასევე, უხვი ნალექი მოვიდა სკოპელოსზე. ამას გარდა, ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა ვოლოსს, რომელიც “დანიელისგან” გასულ თვეებშიც დაზარალდა.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო საათებიდან ფენომენი შესუსტდეს თავდაპირველად ჩრდილო-აღმოსავლეთით და ეგეოსის აღმოსავლეთ ნაწილში. სამაშველო სამსახურის ცნობებით, მიუხედავად მათი სრული მზადყოფნისა, სერიოზული პრობლემები არსად დაფიქსირებულა და არ მიუღიათ ზარები, ადამიანების დახმარების თხოვნით.

ჩანს, რომ მოსახლეობა დამოუკიდებლად უმკლავდება აღნიშნულ მოვლენებს.

onalem

ტესტ