fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

უპრეცენდენტო თაღლითობა კრეტაზე: სამიზნე მდიდარი ქვრივი ქალები იყვნენ!

ამბობენ, რომ როცა გიყვარს, თვალები დაბრმავებული გაქვს. სწორედ ამ ხერხს იყენებდნენ თაღლითი ჟიგოლოები ქალებთან, რომლებიც დაქვრივებულები იყვნენ და ამავე დროს ძალიან მდიდრები. თავად ინციდენტი კი სამოქალაქო რეესტრის ოფისში მოხდა, სადაც რამდენიმე პირი შეიჭრა.

კერძოდ, ისინი ხანიის სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ ოფისში შევიდნენ და თანამშრომლებს აიძულებდნენ მიეცათ ინფორმაცია იმ ქალების შესახებ, ვინც დაქვრივებულიყო და თან დიდ ქონებას ფლობდა. თუმცა, ამასთანავე, მათ დიდ თანხასაც სთავაზობდნენ, თუკი “პატარძლების” ვინაობას ეტყოდნენ, რადგან “ნადავლი” დიდი ექნებოდათ.

გეგმა ასეთია: ქალების მოხიბვლა, თავის შეყვარება, შემდეგ ცოლობის თხოვნა და მათი უძრავ-მოძრავი ქონების დაპატრონება.

პოლიციაში რეესტრის ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა და ამის შესახებ განაცხადა.

ვიდრე ქალები კიდევ ერთ თაღლითურ ქორწინებაში აღმოჩნდებიან და ამავე დროს დიდ თანხას დაკარგავენ, პოლიციამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

onalem

ტესტ