fbpx
საზოგადოება

დღეს და ხვალ ძლიერი სიცხის გამო აკროპოლი დაკეტილი იქნება!

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში მაღალი ტემპერატურის გამო დღეს, 4 ივლისს და ხვალ, 5 ივლისს, გარკვეული საათების მანძილზე არქეოლოგიური ტერიტორიები დაკეტილი იქნება.

როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, დღეს ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება და იგივე შენარჩუნდება ხვალაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე აკროპოლის ტერიტორია და მიმდებარე მთები ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.

აკროპოლის კლიენტთა მომსახურების ცენტრი იუწყება, რომ მათ, ვისაც ელექტრონული ბილეთები ამ დღეებისთვის აქვთ შეძენილი, დაუკავშირდნენ etickets@tap.gr-ის საშუალებით, რათა მოახდინონ გადაცვლა.

onalem

ტესტ