fbpx
საზოგადოება

ახალი I-Phone 11 საბერძნეთში გამოსვლის პირველ დღესვე სრულად გაიყიდა

ახალი I-Phone 11 საბერძნეთში გამოსვლის პირველ დღესვე სრულად გაიყიდა. არსებული ცნობებით, ტელეფონების,  i-phone 11, i-phone 11 Pro და i-phone 11 Pro Max, პირველი ნაკადი, რომელიც საბერძნეთში შემოვიდა, საერთო ჯამში 10 მილიონ ევრომდე ღირდა და პარასკევს, 27 სექტემბერსვე გაიყიდა.

27 სექტემბერს სწორედ ის დღე იყო, როდესაც ახალი მოდელები ქვეყანაში ოფიციალურად გაყიდვაში ჩაეშვა.

უფრო მეტად გასაკვირი არის ის, რომ i-phone Pro და i-phone Pro Max, რომლებიც, გაცილებით ძვირადღირებული მოდელებია, გაყიდვების 70%-ს შეადგენდა. ანუ საბერძნეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ უპირატესობა მიანიჭა დიდი ზომის და მეტად ძვირ ტელეფონებს.

საბერძნეთში Apple-ს ახალი მოდელის ღირებულება 869 ევროდან იწყება და i-phone Pro Max-ის ფასი, რომელსაც 512 GB მეხსიერება აქვს, 1.789 ევროს აღწევს.

onalem

ტესტ