fbpx
საზოგადოება

მენიოს ფურთიოტიმ ითხოვა, რომ ციხის საცხობში, ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მენიოს ფურთიოტი, რომელიც მძიმე ბრალდებებით არის დაკავებული, ციხის გარემოს ერთგვარად შეეჩვია და გამოხატა სურვილი, რომ კონკრეტული საქმიანობით დაკავდეს.

ირკვევა, რომ ფურთიოტიმ ითხოვა, მუშაობა დაიწყოს ციხის საცხობში, თუმცა, მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე.

“ჩემი კლიენტი ბრალდებებს პირველივე წუთიდან უარყოფს. ვიმედოვნებთ, რომ მალე გავაგზავნით მოთხოვნას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, ამას მხოლოდ სასამართლო დაადასტურებს,” ამბობს ფურთიოტის ადვოკატი.

როგორც უკვე ცნობილია, მენიოსთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომლებიც ასევე კატეგორიულად უარყოფენ მასთან რაიმე კავშირს, გარდა იმისა, რომ დაქირავებულები იყვნენ, როგორც პირადი მცველები.

შეგახსენებთ, რომ ფურთიოტის კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ