fbpx
საზოგადოება

ბერძენი პილოტები, რომლებიც ავღანეთში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

როდესაც ავღანეთში გასულ წელს ტერორისტული აქტი მოხდა, არავინ იცოდა, რომ იქ ავიაკომპანია CAM AIR-ში მომუშავე ბერძენი პილოტებიც იმყოფებოდნენ და სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. 2018 წლის იანვარში მიხალის პულიკაკოსი თავის კოლეგასთან, ვასილის ვასილიუსთან ერთად მდიდრულ სასტუმროში იყო გაჩერებული, როდესაც იქ ძლიერი აფეთქება მოხდა და დაიღუპნენ, როგორც ავღანელები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პულიკაკოსი ელეონორა მელეტის გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც მოჰყვა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს ქაბულში.

“როგორც პილოტი, თავგადასავლებს ვეძებდი და ავღანეთში სამსახურს ამიტომ დავთანხმდი. ეს ომის ზონაა და აქ ხალხი ყოველდღე იბომბება. ჩვენ იმ ფაქტმა გადაგვარჩინა, რომ საჭმელად წავედით. მაშინვე რომ არ წავსულიყავით, ჩვენ ვიქნებოდით პირველ მსხვერპლთა შორის.

ტერორისტები სასტუმროში შემოიჭრნენ და რესტორანში შევიდნენ. როგორც კი სიბნელე ჩამოწვა, ყველა მხრიდან აფეთქების ხმა ისმოდა, ყვირილი, სროლა. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, როდესაც ჩემი კოლეგა ცოცხალი დავინახე. მე მესროლეს და თავთან 20 სანტიმეტრით ამცდა. ჩემი კოლეგა საწოლის მატრასში 12 საათის მანძილზე იმალებოდა.

ამ ყველაფრის შედეგად ჩემი 85 მეგობარი და კოლეგა დაიღუპა… ჩემი ცოლი ნამდვილი გმირია.”

onalem

ტესტ