fbpx
საზოგადოება

ათენის “ტრენო”: მძღოლმა მატარებელი გააჩერა და მგზავრის დაპატიმრებას ითხოვდა, რადგან ვაგონში ძაღლი შეიყვანა

“ტავროს” სადგურში დიდი ქაოსი შეიქმნა, რადგან მძღოლი კატეგორიულ უარს აცხადებდა მატარებლის დაძვრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მან დაინახა, თუ როგორ შეიყვანა ერთ-ერთმა მგზავრმა ვაგონში ძაღლი.

როგორც ცნობილია, მან ინციდენტის შესახებ პოლიციას აცნობა და მოითხოვა ჯერ მამაკაცი ვაგონიდან ძაღლიანად გამოეყვანათ, ხოლო შემდეგ კანონდარღვევისთვის დაეკავებინათ.

საოცარია, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყოლია სხვა მგზავრების მხრიდან ნეგატიური რეაქცია, არამედ ისინი მამაკაცს იცავდნენ და გადაღებული ვიდეოს მიხედვით ჩანს, როგორც ამბობს ერთ-ერთი მათგანი: “ჩვენ არავის მივცემთ უფლებას მამაკაცი დააპატიმროს.”

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/lazaros.ozricfox/videos/813195699058403/

onalem

ტესტ