fbpx
საზოგადოება

“რამე რომ შევაფასო, ეს რაღაც ძალიან კარგად უნდა ვიცოდე” – თამთას ადგილი ილიანა პაპაგეორგიუმ დაიკავა

როგორც თამთამ ბოლო ინტერვიუში თქვა, ბერძნული მოდის რეალითი შოუს, Greece’s Next Top Model-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მან ამაზე უარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თქვა.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ შემოთავაზებას თამთა არ დათანხმდა, მისი ადგილი მოდელმა ილიანა პაპაგეორგიუმ დაიკავა.

თამთამ ახსნა, თუ რატომ არ მოგვევლინა ჟიურის წევრის ამპლუაში:

“გასულ წელს მქონდა GNTM-იდან შემოთავაზება. მაგრამ რაიმე რომ შევაფასო, ეს რაღაც ძალიან კარგად უნდა ვიცოდე და მქონდეს რაღაც საფუძველი.”

მან ასევე აღნიშნა, რომ კარიერულად გადატვირთული წელი ჰქონდა, რაშიც იგულისხმება ევროვიზია, საქართველოს X-Factor და რამდენიმე პროექტი, რომელზეც მუშაობდა.

მნიშვნელოვანია, რომ 15 ნოემბერს თამთას ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.

onalem

ტესტ