fbpx
საზოგადოება

სამშაბათიდან ცუდი ამინდის ყველაზე ძლიერი ტალღა საბერძნეთში

როგორც იანის კალიანოსი იუწყება, ხვალიდან საბერძნეთს ცუდი ამინდის ყველაზე ძლიერი ტალღა ელის, რაც კი შემოდგომის ამ სეზონზე ყოფილა. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა. კლიმატური ფენომენი ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაზე წარმოიქმნება და საბერძნეთის გარდა, გავრცელდება იტალიაშიც.

სამშაბათიდან იწვიმებს იონიის ზღვის კუნძულებზე, იქროლებს ქარი 9-10 ბალი სიძლიერის. ნალექი მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც და განსაკუთრებით ძლიერი წვიმა ათენში ოთხშაბათს დილის საათებში დაფიქსირდება. წვიმას შესაძლოა თან ახლდეს სეტყვაც.

კალიანოსი პროგნოზირებს, რომ ფენომენი გავრცელდება მთელ საბერძნეთში და იქნება საკმაოდ ინტენსიური.

“ვშიშობ, რომ არსებობს სატბორვის საფრთხე. სიტუაცია ძალიან რთული იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ 72 საათიან წვიმასა და ქარზე ჩვენს ქვეყანაში.”

 

onalem

ტესტ