fbpx
საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა ათენში: დაკეტილია მეტროსადგური “სინდაღმა”

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ათენში ვიზიტის ფარგლებში დედაქალაქში სანაგებო ვითარებაა შექმნილი, გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილება და უსაფრთხოების მიზნით დაკეტილია მეტროსადგური “სინდაღმა”. მატარებელი აქ გაჩერების გარეშე ჩაივლის.

ჩინეთის პრეზიდენტმა პატივი მიაგო უცნობი ჯარიკაცის მონუმენტს და შემდეგ პროკოპის პავლოპულოს შეხვდა. მოგვიანებით ეწვევა კირიაკოს მიცოტაკის და მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი შედგება.

16:30 საათისთვის პრეზიდენტი პირეოსის პორტს მოინახულებს, ხოლო 19:00 საათზე ოფიციალური ვახშამი გაიმართება, რომელსაც დაესწრება როგორც საბერძნეთის პრეზიდენტი, ასევე პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები.

ხვალ კი, 10:30 საათისთვის სი ძინპინი აკროპოლის მუზეუმს მოინახულებს.

 

onalem

ტესტ