fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

კრიმინალური ორგანიზაცია “ოქროს განთიადის” ლიდერი, ნიკოს მიხალოლიაკოსი, ციხიდან გაათავისუფლეს

კრიმინალური ორგანიზაციის “ოქროს განთიადის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოს მიხალოლიაკოსი, რომელსაც 13 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბერძნული მართლმსაჯულება თავისი შემწყნარებლობით გამოირჩევა და ამჯერადაც საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური დაჯგუფების ლიდერი პირობებით გაათავისუფლა.

ნიკოს მიხალოლიაკოსს ეკრძალება ქვეყნის დატოვება, ვალდებულია კონკრეტულ ტერიტორიაზე იყოს, გამოცახდდეს ხოლმე პოლიციის განყოფილებაში და აკრძალული აქვს, შეხვდეს დაჯგუფების სხვა წევრებს.

მედია იუწყება, რომ კომპეტენტური პროკურორი მიხალოლიაკოსის გათავისუფლების სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან ის არ აკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს ამისთვის. მიუხედავად ამისა, სასამართლო საბჭომ განიხილა მისი განცხადება და ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო დაჯგუფების ლიდერის გათავისუფლება, პირობებით.

მეორეს მხრივ, საინტერესოა ნიკოს მიხალოლიაკოსის დამოკიდებულება საკუთარ პატიმრობასთან დაკავშირებით, ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და არ გამოხატავს არანაირ სინანულს, საკუთარ განცხადებებსა და მოქმედებებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ