fbpx
საბერძნეთი

სკოლები გაიღება 2021 წელს – რა იხსნება საბერძნეთში 7 და 14 დეკემბერს?!

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებს მთელი დეკემბრის მანძილზე გააგრძელებენ (ცხადია, არ შედის დასვენების დღეები). ეს ნიშნავს, რომ სკოლები გაიღება 2021 წლიდან, იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მშობლების აქტიური მოძრაობა და ერთმანეთთან კონტაქტში შესვლა.

როგორც უკვე ცნობილია, 7 დეკემბერს მუშაობას დაიწყებენ სეზონური ნივთების მაღაზიები და სუპერმარკეტებში დაიშვება სადღესასწაულო ნივთებით ვაჭრობაც. 7 დეკემბერსვე იგეგმება გაიხსნას წიგნების მაღაზიები, რადგან ევროპის ქვეყნებში აღნიშნული დაწესებულებები მიჩნეულია პირველადი საჭიროების საგნად.

კარანტინი საბერძნეთში მოქმედებს 14 დეკემბრამდე, რაც ჯანდაცვის სისტემას შედარებით მეტ დროს მოაგებინებს და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ყოველდღიური მონაცემები იქამდე კიდევ დაიკლებს და 14 დეკემბერს შესაძლებელი გახდება სხვა მაღაზიების გახსნაც.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მაღაზიის გახსნა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, რადგან საჭიროა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კარგად შესწავლა და დაკვირვება მონაცემებზე.

დადასტურებული ცნობებით, მთელი სადღესასწაულო პერიოდის მანძილზე არ გაიხსნება ღამის კლუბები და ბარები.

onalem

ტესტ