fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდები დააკავა, რომლებმაც სახლში წვეულება მოაწყვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, კერძოდ, ორეოკასტროს ტერიტორიაზე მდებარე ბინაში 7 ახალგაზრდა დააკავეს. ოფიცრებმა მათ ფაქტზე წაასწრეს, როდესაც კარანტინის მიუხედავად, სახლში წვეულებას მართავდნენ და ამასთანავე, აღმოუჩინეს მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კანაბისი.

დაკავებულებს შორის არიან 18-დან 26 წლამდე პირები, რომელთაც ბრალად ნარკოტიკების შენახვა ედებათ და თითოეული დაჯარიმდა 300 ევროთი, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების დარღვევის გამო.

ამასთანავე, ბინის პატრონს დაეკისრა 3.000 ევროიანი ჯარიმა.

onalem

ტესტ