fbpx
საბერძნეთი

2025 წლის აპრილიდან აკროპოლზე შესასვლელი ბილეთების ფასი იზრდება, თუმცა, იზრდება იმ დღეების რაოდენობაც, როცა შესვლა უფასო იქნება

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან, კერძოდ, 1-ლი აპრილიდან, აკროპოლზე, ზოგადად, არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში ბევრი ცვლილება ამოქმედდება.

უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია აკროპოლზე შესასვლელი ბილეთების ფასის მატება, ამჟამად არსებული 20 ევროდან საფასური გაიზრდება 30 ევრომდე.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაიზრდება იმ დღეების რაოდენობაც, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლა უფასოა, კერძოდ, ემატება თვეში კიდევ ერთი კვირა დღე, როცა აკროპოლზე შესვლა უფასო იქნება, გარდა თვის პირველი კვირისა, შესვლა უფასო იქნება თვის მესამე კვირასაც. აღნიშნული განისაზღვრება 1-ლი ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით, როცა ტურისტული სეზონი არ გვაქვს.

ბილეთები სხვადასხვა იქნება იმის მიხედვითაც, თუ კონკრეტულად რომელი ტერიტორიის თუ მუზეუმის მონახულება გვსურს. 1-ლი ოქტომბრიდან 31 მაისის ჩათვლით შემცირებული ფასით შეუძლიათ ისარგებლონ პირებმა 65 წელს ზემოთ, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არიან. ამავე პერიოდში უფასო იქნება შესვლა 25 წლამდე პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არიან, ხოლო რაც შეეხებათ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, უფასოდ შეეძლებათ შესვლა 18 წლამდე პირებს, ნაცვლად 5 წლისა, რაც აქამდე იყო ძალაში.

 

onalem

ტესტ