fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა თანხით ანაზრაურდება იმ დღეებში მუშაობა, რომლებიც ოფიციალურად უქმეა?!

დღესასწაულები ახლოვდება და ყველას აინტერესებს, თუ როგორ მოხდება ანაზღაურება იმ შემთხვევებში, თუკი ოფიციალურად უქმე დღეებში მუშაობა მოგვიწევს.

პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად უქმე დღეებია 25 და 26 დეკემბერი, ასევე 1-ლი და 6 იანვარი. აღნიშნულ დღეებში აკრძალულია ადამიანების დასაქმება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი რომელიმე ბიზნესი კანონიერად მუშაობს უქმე დღეებში.

თუკი მუშაობთ ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც აქვს უფლება იმუშაოს ოფიციალურ უქმეებზე, მაშინ დამატებით თანხა არ გეხდებათ, ხოლო თუკი მუშაობთ ისეთ ადგილას, სადაც გეკუთვნით, რომ უქმე დღეებში დაისვენოთ და ხდება ისე, რომ რაიმე მიზეზის გამო მაინც მუშაობთ, ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, გადაგიხადოთ ერთი დღის ხელფასი დამატებით და აღნიშნულს დამატებული მისი 75%.

მიუხედავად იმისა, რომ 6 იანვარი შაბათი დღეა, მაინც ითვალისწინებს დღიურ ხელფასზე 40%-ით დამატებას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ოფიციალურად უქმე დღეს, ხოლო მათი სამუშაო საათები არ უნდა აჭარბებდეს 8 საათს.

onalem

ტესტ