fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 24 წლის მამაკაცმა მანქანა მოიპარა, ავარიაში მოჰყვა და უკან დააბრუნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კარპათოსზე მოხდა. პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანა მოიპარა, შემდეგ ავარიაში მოჰყვა და საბოლოოდ, მოპარული მანქანა უკან დააბრუნა.

უცნაური ინციდენტი გუშინ მოხდა, 24 წლის მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, გადაწყვიტა, რომ მანქანა მოეპარა, რადგან დაინახა, რომ გასაღებები ზედ ეკეთა. ვინაიდან საღ გონებაზე არ იყო, ავარიაში მოჰყვა, თუმცა, სერიოზულად არ დაშავებულა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ავარიის შემდეგ შეძლო, რომ მანქანა უკან დაებრუნებინა და იქ მიიყვანა, საიდანაც მოიპარა.

როდესაც მანქანის მეპატრონემ დაზიანებები ნახა, პოლიციაში შეიტანა განცხადება და ოფიცრებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდათ ამ ყველაფრის გამომწვევის მოსაძებნად. 24 წლის მამაკაცი დააკავეს და საქმე მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით აღიძრა.

onalem

ტესტ