fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

“ორ კვირაში საბერძნეთის სუპერმარკეტებში იქნება სპეციალური ნიშნები პროდუქტებზე, რომელთა ფასიც 5%-ით შემცირდება” – კოსტას სკრეკას

“სულ რაღაც ორ კვირაში სუპერმარკეტების თაროებზე იქნება სპეციალური ნიშნები მომწოდებლების პროდუქტებზე, რომელთა ფასიც შემცირდება მინიმუმ 5%-ით მომდევნო 6 თვის მანძილზე,” ასეთი განცხადება გააკეთა საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, კოსტას სკრეკასმა დღეს, ტელეკომპანია Open TV-სთან საუბრისას.

სკრეკასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწყებულია მკაცრი შემოწმებები სპეკულაციების წინააღმდეგ და მათი მიზანი არა დასების დარეგულირება, არამედ მათი შემცირებაა. მინისტრმა განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ შეხვედრა გამართა ბოსტნეულით მოვაჭრეებთან, სწორედ ფასების შემცირების საკითხის განსახილველად და არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“სიძვირე ამ ეტაპზე ნამდვილად არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბერძნულ ოჯახს. მთავრობის მიერ აქამდე განხორციელებული ზომები აშკარად იძლევა შედეგს და გვაქვს ინფლაციის დეესკალაცია, შესაბამისად, ის, რომ ვხედავთ მაღალ ფასებს, ნიშნავს პირადი სარგებლის მიღების მცდელობას ბიზნესის მხრიდან – იგივე სპეკულაციას. საბერძნეთი ევროპაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სამ ქვეყანას შორის არის, მაგრამ ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ესპანეთში,” ამბობს სკრეკასი.

onalem

ტესტ