fbpx
საბერძნეთი

მოსახლეობის ელექტრონული აღწერის ვადა დღეს იწურება – რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც რეგისტრაცია არ გაუვლია?!

მოსახლეობის ელექტრონული რეგისტრაციის ვადა, რომელიც ΕΛΣΤΑΤ-ის მიერ 13 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, დღეს ღამით იწურება. ამრიგად, ვინც დღის ბოლომდე ვერ მოახერხებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლას, აღწერის პროცესი მომდევნო პერიოდში პირადად გასაუბრების გზით მოხდება.

ირკვევა, რომ ΕΛΣΤΑΤ-ის ემზადება დეცენტრალიზებული სატელეფონო კომუნიკაციისთვის, რომელიც თითოეულ უბანში განხორციელდება და მოსახლეობასთან გასაუბრების ფონზე შეგროვდება ყველა საჭირო ინფორმაცია.

ახალი ვადები, რომლის ფარგლებშიც სისტემა ღია იქნება, არ დაწესდება და დღეს ის ოფიციალურად დაიხურება, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის კარდაკარ გამოკითხვას და აღწერას, ფიზიკურად ვეღარ განხორციელდება, ვინაიდან ეპიდმდგომარეობა ამ ყველაფერს კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ თუ მიღებული გაქვთ სპეციალური კოდი, დღის ბოლომდე ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:  https://www.gov.gr/ipiresies/polites-kai-kathemerinoteta/apographe-plethusmou-katoikion-2021/apographe-plethusmou-katoikion-2021

თუ სპეციალური კოდი არ მიგიღიათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ΕΛΣΤΑΤ-ის წარმომადგენლობას.

onalem

ტესტ