fbpx
საბერძნეთი

ცუდი ამინდი გრძელდება – ტემპერატურის კლება და თოვლი საბერძნეთში

საბერძნეთში გაუარესებულ ამინდს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე რეგიონში კი, კატასტროფული შედეგები მოიტანა – დაიტბორა სახლები და განხორციელდა სამაშველო ოპერაციები.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექი, წვიმისა და თოვლის სახით, დღესაც მოსალოდნელია, ფენომენი განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებსა და თრაკიში.

ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში არამდგრადი ამინდი იქნება, პერიოდული წვიმებით, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. მთიან ტერიტორიებზე მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაზე შეიძლება სეტყვაც ვიხილოთ.

ტემპერატურა თრაკიში 5-დან 11 გრადუსამდე იმერყევებს, დასავლეთ მაკედონიაში -4-დან 1 გრადუსამდე, თესალიაში 3-დან 10 გრადუსამდე, იპიროში 1-დან 11 გრადუსამდე, პელოპონისოში 4-დან 14 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია 8-დან 11 გრადუსამდე, შუადღის შემდეგ არსებობს პერიოდული წვიმის შანსი, რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერი მხოლოდ 3-4 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ