fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სასიხარულო ინფორმაციია! საბერძნეთში კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები 25 მაისს იხსნება!

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში 25 მაისს ტავერნები, კაფე-ბარები და რესტორნები იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ექსპერტების რეკომენდაციით მიიღო, რომლებიც მხარს უჭერენ მათი ამუშავების იდეას, მხოლოდ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით.

უკვე ცნობილია, რომ ტავერნებსა და კაფეებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 ადამიანის დაჯდომა იქნება შესაძლებელი, ასევე, მაგიდებს შორის იარსებებს მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია და პერსონალი იმუშავებს ნიღბებით.

თითოეულ დაწესებულებაში განთავსებული იქნება ანტისეპტიკური საშუალებები და ზოგან სპეციალური დამცავი შუშებიც კი, მაგიდების გამოსაყოფად.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ბიზნესს და მფლობელებს საშუალება აქვთ გამოიტანონ მაგიდები გარეთ, რათა მიიღონ კლიენტების თითქმის იგივე რაოდენობა. ტერიტორიის გაფართოების გამო კი მათ გადასახადი არ დაეკისრებათ.

 

onalem

ტესტ