fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი ტრაგედია ლუტრაკში – განძის საპოვნელად ქვაბულში ჩასული 4 მამაკაცი დაღუპული იპოვეს

ტრაგედიამ, რომელიც ლუტრაკში მოხდა, მთელი საბერძნეთი შეძრა. ოთხი მამაკაცი, 35, 37, 49 და 72 წლის, კარბუნარის ტერიტორიაზე მდებარე ქვაბულში გარდაცვლილი იპოვეს. ისინი დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე გუშინ შუაღამით მეხანძრეებმა იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, აქედან ორი მამაკაცი დაოჯახებული იყო და შვილები ჰყავდა.

გავრცელებულ ინფორმაციით, ისინი ქვაბულში ოქროს ფუნტების საპოვნელად ჩავიდნენ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იქ მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანებმა დამარხეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს განძი სწორედ კარბუნარიში დამარხეს, რომელიც ომის პერიოდში თავშესაფრად გამოიყენებოდა. მათ წაღებული ჰქონდათ სპეციალური სათხრელი მასალა და სპეციალური გასანათებელი მექანიზმი, რომელიც მუშაობდა საწვავზე.

ოთხი მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთის მეუღლემ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი ქმარი სახლში არ დაბრუნდა და ნერვიულობდა.

მამაკაცებმა ოქროს ძებნის ოპერაცია პარასკევს დაიწყეს. ისინი მეხანძრეებმა 20 მეტრის სიღრმეზე იპოვეს და სავარაუდოდ გარდაცვლილები არიან ასფიქსიით. არსებული ვარაუდით, მეგობრები გაიგუდნენ იმ მომწამვლელი აირით, რომელსაც გამოყოფდა გასანათებელი მექანიზმი, ხოლო ასეთ სიღრმეზე ჟანგბადი უკვე აღარ იყო. მაშველებს სპეციალური ნიღბები დასჭირდათ ქვემოთ ჩასასვლელად.

ოთხმა მამაკაცმა გაიარა 20 მეტრი იმის ფიქრის გარეშე, რომ აღნიშნული მექანიზმი აუცილებლად უნდა მდებარეობდეს ღია სივრცეში და ფაქტობრივად მომაკვდინებელია იქ, სადაც ჰაერის განახლება არ ხდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეგობრები მზად იყვნენ აეფეთქებინათ ზოგიერთი ადგილი, რადგან განთავსებული ჰქონდათ კაბელები, ორ მათგანს კი, ისინი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. აფეთქების საშუალებით ოქროს პოვნას ვარაუდობდნენ.

პოლიციაში ჩვენებებს მათი ნათესავები იძლევიან.

 

 

onalem

ტესტ